Wednesday, February 26, 2014

3 პოსტი

დღეს გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის მუშაობას

2 პოსტი

მაია და მისი კლასი

1 პოსტი

21 საუკუნეში ადამიანს

Sunday, March 24, 2013

Eko-homes

Saturday, March 16, 2013

პრეზენტაცია

გაკვეთილი


სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება: ეკოლოგიური პრობლემები -(დედამიწა საფრთხეშია)
2. თემა: ეკო-სახლები 


მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით გაიხსებნებენ რა იციან ზოგადად ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. მოსწავლეები იწყებენ მუშაობას თემებზე: რა არის ეკოლოგია? რა არის გლობალური დათბობა და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს გარემოზე? რა გავლენას ახდენს ეკოლოგიური პრობლემები ნიადაგზე, წყალზე, ჰაერზე, ადამიანსა და ცოცხალ ორგანიზმებზე?  რა არის საჭირო ეკოლოგიური პრიბლემების მოსაგვარებლად? რა არის ეკო-სახლები?


3. აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ იგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს არსებული ცოდნის გააქტიურებასა და ამ თემაზე ახალი, მეტი ინფორმაციის მიღებაში, შეძენილი ცოდნის გამოყენებაში.

4. პროექტის მიზანი და შედეგები: მოსწავლეები ღრმად გაეცნობიან ეკოლოგიურ პრობლემებს, ისაუბრებენ მათ გამომწვევ მიზეზებზე, მათი გადაჭრის ღონისძიებებზე. ისაუბრებენ ეკო-სახლების მნიშვნელობაზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე. ასევე შეაფასებენ რამდენად გამოსადეგია დიდი ბრიტანეთის ეკო-სახლები საქართველოში ჩვენი თბილი კლიმატის გათვალისწინებით.

5.მონაწილეთა ასაკი:  X კლასი.

6.ვადები/ხანგრძლივობა:  ორი კვირა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ უნდა შეძლოს რაიმე საკითხის იგვლივ ფაქტების მოძიება ინტერნეტსა თუ ენცილკოპედიებში,   და მონაცემთა თავმოყრა,   სხვადასხვა ხერხების გამოყენება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. საკითხის ირგვლივ დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, დასარიგებელი ფურცლები - KWL Chart (რა ვიცი,რა ვიცოდი,  რა გავიგე)

9. პროექტის მსვლელობა: 
  • მიზნის დასახვა - როგორ გამოვიყენოთ ეკო-სახლები გარემოსდაცვითი მიზნებით,
  • მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება,
  • სლაიდშოუების მომზადება,
  • პრეზენტაციის ჩატარება.


10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
უცხ.ს.VI.21. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარ-ჩვევებს წარმატებული სწავლების ხელშესაწყობად და ენების ათვისების გასაადვილებლად.

11. პროექტის ხელმძღვანელი: მაია ალავერდაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  malaverdashvili@gmail.com  

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: malaverdashvili.blogspot.com